სიახლეები
შპს სხივის სასკოლო სასწავლო გეგმა 2022
მშობელთა კრება
სკოლა "სხივში" დღეს მშობლებს უმასპინძლეს.
სკოლის დირექტორმა დავით ჯიქიამ მათ სიახლეები,გეგმები და სტრატეგიები გააცნო.
"თუ გვინდა ხარისხის მაღალი ნიშანი,ერთად უნდა დავდგეთ მოსწავლის წარმატებისთვის!"-აღნიშნა ბატონმა დავითმა.
მისი აზრით,სკოლაში მხოლოდ სწავლა არ არის მთავარი,მნიშვნელოვანია აღზრდაც.ამიტომ მასწავლებლები და მშობლები მოსწავლის ცხოვრებაში მთავარ და შესაბამის ამინდს ქმნიან.
პირველკლასელთა მიღება
ნათია მასწავლებელი ასე ელოდება თავის ცუგრუმელებს...
ჰო,ეს თქვენი კოპწია ოთახია,დიდი სიყვარულით მორთული...
წარმატებები,პატარებო!
ინოვატორული იდეები ხელოვნების კუთხით
"სხივი" მუდმივად ცდილობს,ინოვატორული იდეები იყოს მისი არსებობის ერთ-ერთი მთავარი წესი.
ამიტომ შეიქმნა "ხელოვნების კაბინეტი",ადგილი,სადაც მოსწავლეები შეძლებენ კარი მოიხურონ და შემოქმედებით ინსპირაციებზე იფიქრონ...
კაბინეტს ხელოვნების მასწავლებელი თათია წულაია გააღებს და ბავშვებს განსაკუთრებულ მხატვრულ გემოვნებაზე გაესაუბრება,პრაქტიკულად გამოაწრთობს მათ და შემოქმედებით უნარებს აპოვნინებს...
ეს არ არის მხოლოდ...
ამ კაბინეტს კვირის ორ დღეს მხატვარი ირაკლი სურმავაც შეაღებს და მოსწავლეებთან ერთად ფერებით იმეყველებს...
ასე გაჩნდება "სხივური" ფერწერა...
იქნება გამოფენები.
კონკურსებიც იქნება...
ნორჩი ხელოვანები შექმნიან ბავშვურ,მაგრამ მხატვრულ ტილოებს და არ იქნება ეგ ჩვეულებრივი ამბავი...
გელოდებით!..
სკოლა სხივის 2021-22 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები
ჩვენი სკოლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა წინსვლისთვის ზრუნვა.
ეს პროცესი აქ რუდუნებით იქმნება.
ამიტომაც ყოველწლიურად ვზეიმობთ ახალსტუდენტობას...
წელსაც გაგვახარეს ჩვენმა მოსწავლეებმა.
გოგა ჩიქოვანი და ანა დიასამიძე 50 %-იანი გრანტით ეგებებიან ახალ ეტაპს.
ჟანა კორთხონჯია უფასო ფაკულტეტზე ისწავლის.
დიანა გვალია და ირაკლი გაბისონია სასურველ პროფესიას სასურველ უნივერსიტეტში დაეუფლებიან...
ეს გუნდური მუშაობის შედეგია.
ეს პანდემიურ რეალობასთან გამარჯვების ამბავია.
და რაც მთავარია,ეს არ არის მაქსიმუმი...ეს მომავლის სამიზნე ცნებაა...
გილოცავთ,ახალგაზრდებო!
"სხივი" იყო თქვენი არჩევანი და "სხვივმა" ღირსეულად შექმნა თქვენი მომავალი...
წინ დიდი გეგმებია...თქვენ ჩვენთან ისიც ისწავლეთ,როგორ შეასრულოთ დიდი გეგმები...
წარმატებები!..
მასწავლებელთა წარმატებები
სკოლა "სხივს" უხვი შემოდგომა დაუდგა...ჰოდა,ჩვენც ვითვლით ხვავიან "მოსავალს"...
მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდების შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია...
ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა ლეილა დანელიამ მენტორის ბარიერი გადალახა.
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროსმა მასწავლებელმა ნიკოლოზ წულაიამ-წამყვანობის ბარიერი.
წამყვანობის ბარიერი ასევე გადალახეს დაწყებითი კლასების უფროსმა მასწავლებელმა ნანა ჭიჭაღუამ და ინგლისური ენის უფროსმა მასწავლებელმა ეკატერინე კვანტალიანმა.
უფროსი მასწავლებლის სტატუსით დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს სკოლის დირექტორი,მათემატიკის მასწავლებელი ბატონი დავით ჯიქია,სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ეკატერინე ჯღარკავა და დაწყებითი კლასების პედაგოგი ასმათ გაწერელია.
გილოცავთ,კოლეგებო!
თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის ხარისხის ნიშანია და წინსვლის თამასასაც მაღლა სწევს...
ღირსეულად გაგევლოთ აღმართები!
არქეოლოგიური გათხრები
დღეს სკოლა "სხივის" მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ ეკატერინე ჯღარკავასთან ერთად თბილისიდან ჩამოსულ არქეოლოგებს ხუნწში,ონოგურისის ნაციხარში,ესტუმრნენ.
არქეოლოგებმა მოსწავლეებს ციხის წარსული გააცნეს და ერთგვარი მასტერკლასიც ჩაუტარეს.
ჩვენს ნორჩ არქეოლოგებს გიდობა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გივი ელიავამ გაუწია და ონოგურისზე საინტერესო ცნობებიც გაუზიარა.
ამ აქტივობამ მოსწავლეებში ისტორიული წარსულისადმი ინტერესი გააღვიძა და რამდენიმემ საკუთარი თავი არქეოლოგიაშიც დაინახა.
მადლობა ეკა მასწავლებელს ასეთი კრეატიულობისათვის.
4
პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიება
ახალი გალერეა პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიება დაემატა ფოტო ალბომში
,,ანბანის გაცილება"პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიება
პროექტი
ახალი გალერეა პროექტი დაემატა ფოტო ალბომში
,,გავუფრთხილდეთ შინაურ ცხოველებს"
2
კინგსის ოლიმპიადა
ახალი გალერეა კინგსის ოლიმპიადა დაემატა ფოტო ალბომში
კინქსის ოლიმპიადის გამარჯვებულები
მხიარული სტარტები
ახალი გალერეა მხიარული სტარტები დაემატა ფოტო ალბომში
დაწყებით კლასში ჩატარდა ,,მხიარული სტრტები"
19
ცხრილი
- თქვენი ამჟამინდელი ცხრილის ნახვა ან დაბეჭდვა. სკოლას ჯერ არ გამოუქვეყნებია ცხრილი.
სიახლეების არქივი